კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
www.gdz.ge – ქართულ-გერმანული ცენტრი
შექმენი შენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად!
ქართულ-გერმანული ცენტრი ქუთაისში 1995 წლის 27 სექტემბერს შეიქმნა. მისი დაარსების დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცენტრის საზეიმო გახსნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, კათალიკოს პატრიარქი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ქართველი და გერმანელი ინტელიგენციის ფართო წარმომადგენლობა.
ქგც-ს მიზანია გერმანული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, გერმანელი და ქართველი ხალხის დაახლოება, მათ შორის საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიური კავშირების დამყარება და განმტკიცება. ქართულ-გერმანული ცენტრის პროგრამები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სრულყოფილად შეისწავლონ გერმანული ენა, გაიღრმავონ პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ სასურველი ევროპული განათლება.
გერმანელი მეგობრების თანადგომითა და შემოწირულობებით ქართულ-გერმანული ცენტრი ათეული წლებია, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციას სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.
ორგანიზაცია იმერეთში ჩამოსულ ყველა გერმანელ სტუმარს უქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს დასვენების, ქართული კულტურის გაცნობისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებისათვის.
ქართულ-გერმანული ცენტრი ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს, პროექტებსა და აქციებს სხვადასხვა მიმართულებით:
-
-
-
გერმანული ენის შემსწავლელი კურსი
-
მოსწავლეთა პროგრამა გერმანიაში
-
არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროგრამა გერმანიაში
-
პრაქტიკა და ჰოსპიტაცია გერმანიაში
-
პროფესიული განათლების პროგრამა გერმანიაში
-
ქ. გელზენკირხენის საქველმოქმედო აქცია
-
ქ. ვადერნის საქველმოქმედო აქცია
-
პარტნიორობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში
-
თანამშრომლობა გოეთეს ინსტიტუტთან, და DAAD-თან საქართველოში
-
კულტურა და ხელოვნება
-
წლების წინ დაწყებული კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ურთიერთობები დღესაც გრძელდება. თითოეული გერმანელი მეგობრის მიერ წამოწყებული ინიციატივა, გაწეული ქველმოქმედება თუ ახალი კავშირები ცალკეულ ადამიანთა ისტორიაცაა და, ამავდროულად, საუკეთესო მაგალითი ორი ერის ურთიერთობაში.
-
-
მეგობრები გვილოცავენ 25 წლის იუბილეს (იხ. ვიდეო)
ელჩები ჩვენს შესახებ: ჩვენი ჰიმნი:
ჩვენი გუნდი
ნანა მეგრელიშვილი
ისტორია-სამართალმცოდნე საზოგადოების “ქართულ-გერმანული ცენტრი”დამფუძნებელი ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი
ირინე შიშინაშვილი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქართულ-გერმანულ ცენტრის დირექტორის მოადგილე
ირინა ხაჭაპურიძე
გერმანისტი, ფილოლოგიის დოქტორი ქართულ-გერმანული ცენტრის მთავარი რეფერენტი
თათია ჟღენტი
გერმანისტი ქართულ-გერმანული ცენტრის რეფერენტი, თარჯიმანი
სოფო ერაგია
გერმანისტი – გერმანული ენის კურსების პედაგოგი
მაკა მუშკუდიანი
გერმანისტი გერმანული ენის კურსების პედაგოგი ტელ.: +995 431 24 45 24 (ოფისი) მობილური: +995 598…
სეითი ახვლედიანი
ქართულ-გერმანული ცენტრის ადმინისტრატორი
ნათია არაბიძე
ქართულ-გერმანული ცენტრის დიასახლისი
ჟასმინ კოსტავა
ქართულ-გერმანული ცენტრის მებაღე
მზია სირბილაძე
ქართულ-გერმანული ცენტრის თბილისის ფილიალის მენეჯერი
ნინო მეხრიშვილი
თბილისის ფილიალის გერმანული ენის კურსების ხელმძღვანელი
მარიამ დევიძე
გერმანისტი, პროფესიული განათლებისა და პრაქტიკის პროგრამების ხელმძღვანელი
ნინო ფშავლიშვილი
გერმანისტი, ქართულ-გერმანული ცენტრის თბილისი ფილიალის პედაგოგი
ნინო დვალი
ინჟინერი ბიზნესმენი
გია ლომიძე
ფიზიკოსი ბიზნესმენი გერმანია, ქალაქი ცელე