ზოგადი ინფორმაცია სტუდენტური პრაქტიკის შესახებ გერმანიაშ

სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე გერმანიაში მიიღონ პრაქტიკული განათლება სპეციალობის მიხედვით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე სტუდნეტებს, რომლებიც სწავლობენ სახელემწიფო უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში და დახურული აქვთ მინიმუმ 4 სემესტრი.  გამოირჩევიან კარგი აკადემიური მოსწრებით.

აუცილებელი წინაპირობა:

გერმანული ენის ცოდნის დონე – ძალიან კარგი
ინგლისური ენის ცოდნის დონე – ძალიან კარგი
კომპიუტერი –Microsoft Office, Internet

პრაქტიკის ხანგრძლივობაა სამიდან თორმეტ თვემდე. იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე გაიარეს პრაქტიკა გერმანიაში, იმ შემთხვევაში შეუძლიათ ხელახალი განაცხადის გაკეთება, თუკი წინა პრაქტიკის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 9 თვეს.

სტუდენტი უნდა გამოირჩეოდეს შემდეგი თვისებებით:

- კომუნიკაბელური
- დამოუკიდებელი
- პასუხიმგებლობის მქონე
- თავაზიანი
- კრეატიული
- ჯგუფური მუშაობის გამოცდილება

 განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

- ანკეტა
- ფოტოსურათი
- სტუდენტის ცნობა
- უნივერსიტეტის ნიშნების ფურცელი
- პასპორტის ასლი

პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს სტდენტის პრაქტიკის ადგილის პოვნას, ესაჭიროება სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა მთელი პრაქტიკის მანძილზე, ე.ი. სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელს უნდა ამთვარებდეს პრაქტიკის გავლის შემდეგ. ამიტომ ცნობაში რიცხვითა და თვეებით უნდა იყოს მითითებული სტუდენტის ჩარიცხვისა და სწავლების დამთავრების სავარაუდო თარიღები.
პრაქტიკის ანაზღაურება ხდება დამსაქმებლის მიერ თვეში სავარაუდოდ 650 ევროს ოდენობით. ამ თანხის მიღებამდე პრაქტიკანტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მისი გერმანიში ყოფნა ფინანსურად უზრუნველყოს (4-5კვირა).

ზოგიერთ სფეროში (მაგ.: მედია) პრაქტიკა არ ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ. ამ შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სხვა დაფინანსების წყარო.

მგზავრობის ხარჯებს სტუდენტი საკუთარ თავზე იღებს. დამსაქმებელი ეხმარება მას ბინის მოძიებაში, ან ზოგჯერ აძლევს ბინას შესაბამისი ანაზღაურებით.

კვალიფიციური სპეციალისტების დასაქმება და ცხოვრება გერმანიაში

ქართულ-გერმანული ცენტრი სთავაზობს გერმანული ენის მცოდნე კვალიფიცირებულ სპეციალისტებს (42წლამდე) გრძელვადიან პროფესიულ დასაქმებას გერმანიაში ოფიციალური ცხოვრების უფლებითა და მაღალი ანაზღაურებით:

-მედიცინა 
-ელექტროსაინჟინრო
-საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინფორმატიკა

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
1. ავტობიოგრაფია (CV)
2. სამოტივაციო წერილი (ნიმუშის მოიძიება  შესაძლებელია ინტერნეტში)
3. დიპლომების ასლები და სკოლის ატესტატი (ნიშნების ფურცლით)
4. პრაქტიკის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობები, სერთიფიკატები
5. გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, სერთიფიკატი(B2)
6. პასპორტის სურათი (2 ც.პირველ ეტაპზე) 
7. პასპორტის ასლი

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:

ქართულ-გერმანული ცენტრი
გ. ტაბიძის ქ. 47
4600 ქუთაისი
 ტელ.: +995(431) 24 45 24
 ფაქსი: +995(431) 24 34 73
ელ.ფოსტა: info-kutaissi@gdz.ge

www.gdz.ge

უკან>>>

 
   
© 2009  “GDZ” All right reserved. Web-master: Levan Jikidze